ილია


საგურამოსკენ მიდის ილია, 
მამულზე ფიქრით დაღლილი მგზავრი,
სულ ყველა ხიდი ჩატეხილია. 
და წიწამურთან  გუგუნებს ზარი.

ახლაც სავსეა  მწუხარე მთვარე,
ბერდანი კვლავაც შემართულია.
ძირს დაბნევია ვერცხლი მეეტლეს...
გზად წიწამურთან მიდის ილია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი