ვაჟა-ფშაველას


როცა მზე ჩავა,  ცის თაღზე
ვარსკვლავნი ჩამოსხდებიან,
ფშაველ კაი ყმას ქედები 
ქუდმოხდით ესალმებიან.
ეგებებიან ვაჟაის 
მისი დეკა და ღვიანი,
პირიმზე,  ტურფა ლამაზი,
ქუჩი, ბალახი ცვრიანი, 
შვლის ნუკრი მოკლე ქათიბით,  
ობოლი,  თვალცრემლიანი, 
ხმელი წიფელი,  კლდეები, 
ია ლურჯთვალებიანი,
ამ მთის არწივი ძლიერი,
ხევები, წყარო 
ფშიანი. 
აქვე ბერიც წევს ლუხუმი,
 უდრეკი, იმედიანი..
აქ შეკრებილან ჯოყოლა,  ზვიადაური ,
ლელაი, 
ობოლ კვირია,  გოგოთურ-
შემოხვევიან ყველაი...

მთვარეც ამოვა ცის თაღზე,
ვარსკვლავნი აყვავდებიან,
ფშაველ კაი ყმას ქუდმოხდით
ქედები ესალმებიან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი