ბედი ქუჩის


ყველაზე საცოდავი, 
ყველაზე მომთმენი
ყოფილა ქუჩა.
მის ქელვას,
მის თელვას,
ზედ წიხლით შედგომას
ბოლო არ უჩანს.
რაც უნდა იტანჯოს,
სიტყვა არ დასცდება,
ითმენს და ითმენს
და როცა იბზარვის,
ეს – მისი ტკივილის
ბზარია იქნებ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი
TOP.GE