ვგონებ, დასრულდა


***
ვგონებ, დასრულდა ღრუბლის მხარეში
ლურჯი ზღაპარი.
აღარც თიბათვე, აღარც მზე და 
აღარც ,,გალია,“
და არც თვალები ჩუმი ვედრებით
არ ამხელენ გულის ხვაშიადს.
...ცისფერი  კაბა წვიმის სირმებით
თურმე ისევ, 
ისევ მაცვია...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი