ოცნებავ ჩემო
*** ოცნებავ ჩემო, როგორ წავაგე... ჩამოიღვენთა სიხარული, ვით კელაპტარი. ან ის კოშკები რისთვის ავაგე? ან რატომ იყო მაშინ ზეცა ისე სხვაგვარი? ოცნებავ ჩემო, ფრთებდატეხილო, ხედავ, წავაგეთ და გული ისევ ცარიელია. ოცნებავ ლურჯო, მარტოდ შთენილო, მე და შენ ახლა გლოვის მეტი რა დაგვრჩენია?..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი