0 94

ზეცა ზოგჯერ ავად მოიღრუბლება


***
ზეცა ზოგჯერ
ავად მოიღრუბლება,
თავსხმა წვიმა 
დაეშვება თავქვე,
მერე უცებ 
მზის სითბოთი ბრწყინდება,
სხივთა ჩქერი დაიღვრება წამსვე.
ზოგჯერ მთებზე 
მწვანე ფერი ხასხასებს
და ცხვრის ფარა
ცვრიან ბალახს მოძოვს,
მოვა დრო და
 თოვლი თავის თავსაბურს
დაახურავს 
შემოდგომის ბოლოს.
როს წაბლის ხეს 
აკვნისათვის მოჭრიან,
სიხარულით 
აღვსილი გვაქვს გული,
მაგრამ ბოლოს
დაახვევენ შავ ზონარს
ვიღაცისთვის 
ქრება  გაზაფხული...
და ჟამთა სვლაც 
უსასრულოდ მიიწევს,
ხან მშვიდობა,
ხანაც ღელვა გვავსებს...
მაგრამ ზოგ კაცს
კაცი თურმე არ ჰქვია,
კარგკაცობას 
ნიღბად დაატარებს.
კომენტარები (0)