ალბათ ოცნებამ შენც აგიტაცა


***
ალბათ ოცნებამ შენც აგიტაცა,
ალბათ, სინაზით იყავი მთვრალი. 
ჩუმი ფიქრები გაზაფხულს ჰგავდა,
მზისფერ მიმოზებს არხევდა ქარი.
უთქმელი სიტყვა მოჰქონდა ნიავს,
სანატრელი და საოცრად შორი...
ნორჩი ვარდები ცვიოდა ციდან
და სული თრთოდა როგროც ფოთოლი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი