მე ხელმეორედ დავიბადე ვარდობისთვეში


აყვავდა ვარდი,
ტოროლამ იწყო 
ცაში ნავარდი.
ბრწყინავს მაისი-
მზის ათინათის 
ედელვაისი.
თვეა ვარდობის
და კლდეს ჩანჩქერი
ცრემლად ჩამოსდის.
ამ სიტურფეში, 
ვარდობისთვის 
ფერად ფერებში,-
ვგრძნობ, ხელმეორედ
ვიბადები ვარდობისთვეში.
გული ვარდივით
ჰყვავის, ფეთქავს
ჩიტის ბარტყივით.
კამკამებს ზეცა, 
მაისს ყოველთვის 
მზის კაბა ეცვა...
მზის სხივთა ჩქერში
და ყვავილების უნაზეს ფერში-
მე ხელმეორედ დავიბადე
ვარდობისთვეში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი