მზე თითქოს გულში იხუტებს ნაძვნარს


.***
მზე თითქოს გულში იხუტებს სოფელს,
მიწის სურნელი ზეცამდე წვდება.
ალუჩას ფერად ფოთლებზე წვეთი
დიდხანს კამკამებს და უცებ წყდება.
რძისფერი ორთქლი ახურავს ნაძვნარს, 
ღიღინით დადის ყანაში მამა.
ამაღლებულა კარათი ცამდე;
მზე ხატავს თბილი  
ფერების გამას...
და წარსულიდან თამარის ხიდქვეშ
მოქარავნეებს ირეკლავს წყალი.
მზისგულიანი გვირილა ჭალას
ამშვენებს ,
როგორც კალმახებს ხალი.
მზე თითქოს გულში იხუტებს სოფელს,
მიწის სურნელი ზეცამდე წვდება,
და სოფლის ბოლოს მრავლისმნახველი
სამი მდინარე ერთმანეთს ხვდება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი