მზე იცინოდა უღრუბლო ცაზე


***
მზე იცინოდა უღრუბლო ცაზე,
კამკამა ცაზე ჯერ კიდევ გუშინ.
ლურჯი ოცნება ერთვოდა დილას
და თითქოს გულში ჰყვაოდა ნუში.
დრომ მარცვალ-მარცვალ აკენკა წლები,
ახლა ბავშვობა ფოტოდან მიმზერს,
გულს რომ მივსებდა მაისის სითბო 
და დავეძებდი ყვავილებს ცისფერს;
მორაკრაკებდა პატარა წყარო,
ბროლის წვეთები ყვავილებს რთავდა, 
მივუყვებოდი ვარდების ბილიკს
და ნორჩი ფიქრი მზის ნათელს ჰგავდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი