ისევ იფეთქა ალუბლების თეთრმა კვირტებმა


***
ისევ იფეთქა ალუბლების თეთრმა კვირტებმა,
და სტრიქონები ჩამეღვარა სულში მზესავით.
ისევ ჩაიცვა თოვლისფერი კაბა აპრილმა,
ფერად ოცნებას ვერ წაუვა გული ვერსაით.
ჩემს გულშიც ფეთქავს გაზაფხულის თოთო კვირტები,
სიცოცხლეც ჩემი აპრილივით აყვავილდება.
მინდა, რომ იყოს გაზაფხული, სულ გაზაფხული,
ზეცის კამარა როცა ლურჯად მოისარკება,
მაგრამ რა არის ზეცა თუკი წყნარია მხოლოდ,
თუკი ქარბუქმა არ შეგვაკრთო რა აპრილია,
და თუ ჩემს სულშიც ქარიშხალმა არ გაიელვა,
არ ამაღელვა, არ მაშფოთა, რა სიცოცხლეა!..
ისევ ჩაიცვა თოვლისფერი კაბა აპრილმა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი