მიყვარს ივნისის ღამე


ჩამოწვა ბინდი და საოცარი
ცამ სიკამაკამე შემომანათა.
ნამგალა მთვარემ ვარსკვლავებს შუა
ცის თაღზე წყნარად მოიკალათა.
ირგვლივ სიჩუმე გამეფებულა,
შორს გულსაკლავად მოსთქვამს ოლოლი
და სიმყუდროვით გარემოცული
ტოკავს ნარნარად ვერხვის ფოთოლი.
მიყვარს ივნისი, ივნისის ღამე
ეს სიმყუდროვე, სიმშვიდე ღამის,
ციცინათელას ნათება,ჩუმი.
სხივთა ციაგი იდუმალ მთვარის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი