მონატრება


დედა, შენი მოფერება მინდა,
შენი თბილი ხელი,
რატომ, რატომ ჩამომშორდი გზიდან
ცხოვრებაზე რად აიღე ხელი?
დედა, შენი სიყვარული მინდა,
შენი თბილი ლოცვა,
ბაგე შენი რატომ გაიყინა,
ანდა შენი ალერსი და კოცნა!..
მაქვს თვალები ცრემლით დაბინდული,
წამწამები სველი
და შენს მოსვლას გულგადალეული
დღენიადაგ ველი.
მაგრამ მაინც არსად, არსად ჩანხარ,
ვიცი, აღარ მოხვალ...
სამარეში საუკუნოდ ჩაკარგულხარ,
დაგხურვია ფოთლის მწვანე ქობა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი