ქარი ხელს მხვევდა


***
ქარი ხელს მხვევდა,
ვისუნთქავდი მის ამო ალერსს, 
ნაზი ფერებით
მიტოკებდა თმის ხვეულს შუბლთან.
კრძალვით ველოდი,
თუ გამიმხელს, თუ მეტყვის რამეს
და გულს სოველი, ჩუმი ფიქრის 
გამხელა სურდა.
უკანასკნელად ჩამიქროლა 
მთაწმინდის ქარმა
და ნატვრის ხესთან
შემატოვა ამბორი წმინდა,
მომელამუნა გრილი სუნთქვა
ნაზი ჩურჩულით
და დამიშალა:
ნუო, არ გინდა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი