შენ ჩემი ლექსები მოგწონდა
*** შენ ჩემი ლექსები მოგწონდა, მე – შენი თვალების ფერი, შენ ჩემი რვეული დაგქონდა, მე – სიყვარული შენი. მე შენი ღიმილი მიყვარდა, შენ – ჩემი ლექსების სითბო, მე შენი ბაგედან ნათქვამი სიტყვებიც მიყვარდა თითქო. მერე რა მოხდა – არ ვიცი, წარსული ლანდებად გაქრა... შენ ქერა ასულზე დარდობდი, მე კი ცრემლები მკლავდა. ტალღებიც დადუმდნენ შავი ზღვის, ვიდექი ნაპირზე მარტო. რატომღაც კვლავ შენზე ვფიქრობდი, თავადაც არ ვიცი, რატომ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი