ზურაბ გორგილაძეს
დრო მიგელავს, როგორც რაში, ფიფქი წლებს ემატება. გული გულობს ისევ მაინც, გული არ დაბერდება. დრო თუ მიდის, დე, წავიდეს, სითბო მას არ გაჰყვება, პოეტს თავის ჩუმი დარდი დღენიადაგ დაჰყვება. პოეტს მუდამ სტკივა რაღაც, სული თოვლით ევსება და სათუთი, ნაზი გრძნობით დედულ-მამულს ევლება. ,,ჰოიდა ნანა“ სიმღერაა, ,,ოჰოი ნანა“ კვნესაა, ფიქრი სულის სავანეა, დათმენა და რწმენაა. საქართველო სიმღერაა, საქართველო დარდია, მისი თითო გოჯი მიწა სალოცავი ხატია! ეს ცხოვრება სიმშვიდეა, ეს ცხოვრება ღელვაა, ,,ჰოიდა ნანა“ სიმღერაა. ,,ოჰოი ნანა“ კვნესაა... დრო მიგელავს, როგორც რაში, წლები წლებს ემატება, გული გლობს ისევ მაინც გული არ დაბერდება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი