დაო, ძვირფასო!


ღრუბელთა შუა გამოკრთა
მზის სხივთა ელვარება
და მინდა, დარჩეს სახსოვრად
ამ  ლექსთა მღელვარება.
დაო, ძვირფასო! მე გული
მექცა ლექსების მონად,
შენს გარდა ჩემი ძახილი
სხვა არვინ გაიგონა.
როცა ამას ვწერ, ჩემს გულში
სევდის ბორანი ცურავს
და შავი ზონრით შემოსილს,
დავყურებ დედის სურათს.
დაო, ძვირფასო! მხოლოდ შენ
გამომიწოდე ხელი,
როცა ტირილი მახრჩობდა,
შენ შემიმშრალე ცრემლი.
ჩემს ლექსებს შენგან ეყოფა
ცრემლით გამოსარჩლება
და მინდა დაგრჩეს სახსოვრად
ამ ლექსთა მღელვარება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი