ისევ ინთება ცაზე ვენერა
ისევ ინთება ცაზე ვენერა, სადღაც ოლოლი ეძახის ოლოლს, სული სავსეა გათანგულ ფიქრით და ,,ჩემი ბოდვის“ მე მჯერა მხოლოდ. მივყვები ლურჯი ზღაპრების ბილიკს, ჩემი ოცნება ნაზია, ჩუმი... და მიმაქროლებს ზღვაური იქით, მარტო ტკივილს რომ პოულობს გული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი