რა ნაზი იყო აპრილი იმ წელს


რა ნაზი იყო აპრილი იმ წელს! რა საოცარი, როგორი წმინდა, ცამდე მაღალი! უსიტყვო სიტყვა, თვალით ნათქვამი... და მაინც ეჭვი, ისე, როგორც ჩახლართულ ბარდში ქარის ჩურჩული.
       ჩემი მაისი...სევდის მარწუხი, გულზე მჭიდროდ შემოხვეული.
       ივლისი?
       სევდის კაბით და ცრემლის მძივით შემკული დღენი. ჩემი სარკმელი და ფოთოლი, სველი და ნაზი ზედ მოტმასნილი. წვიმა და გულით საუბარი წვიმის წვეთებთან. კალამი ხელში. დუმილი და ,,ვიწრო გალია“ 
       ეჰ, დროვ!
       კენკავს საათის ციფერბლატი წამებს და წუთებს.
       იანვარია...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი