ქართველი თუ ხარ
,,ქართველი თუ ხარ, ცეცხლს შენობით ელაპარაკე“ ვაჟკაცი თუ ხარ, ხმა სიმართლის ნუ ჩაგიწყდება, ქართული სიტყვა კვლავ ოქროთი მოავარაყე და ხმალი შენი ნურასოდეს დაგიჩლუნგდება; თუ ხარ ქართველი ნუ დაგაფრთხობს სეტყვა და ქარი და მზის ყუდროზე ნებივრობა ნუ მოგინდება, ნუ დაგაბრმავებს სხვისი ქვეყნის ზურმუხტი, ლალი და გულიც ასჯერ ნუ შეგეცვლება! ,,ქართველი თუ ხარ, ცეცხლს შენობით ელაპარაკე“, ვაჟკაცი თუ ხარ, შენს თვალს ცრემლი არ გაეკაროს, არ მოუსმინო მტერთა მაცდურ იგავ- არაკებს, სიტყას ჭეშმარიტს არასოდეს არ გაეყარო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი