სხვა სამყაროში ვცხოვრობ იმ დღიდან
სხვა სამყაროში ვცხოვრობ იმ დღიდან, რაც შენზე ფიქრი შემომეჩვია, იქ მარტო ჩვენ ვართ. მზეა ჩვენს ირგვლივ და უთვალავი გვირილებია. შენზე ოცნება მავიწყებს დარდებს, მავიწყებს განვლილ დროს ტკივილიანს. თითქოს მთვრალი ვარ შენით და მაინც გამოფხიზლება არც მიფიქრია. გესაუბრები ათას წვრილმანზე, ხან ჩემს ტკივილზე, ხან სიხარულზე, ხან გებუტები, რისთვის, არც ვიცი, გეკამათები სისულელეზე. შენ კი მშვიდი ხარ და გეღიმება ჩემს ბევრ სიტყვაზე. და ჩემს ოცნებებს, ლურჯს და სევდიანს, ვხატავ დაორთქლილ ფანჯრის მინაზე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი