წვიმდა ქუჩებში


წვიმდა ქუჩებში და მოჰქონდა ცრემლი და სევდა
და შენ გამოჩნდი საიდანღაც ვით მზის ნათელი.
ვერ შევამჩნიე სულში როდის შემომეპარე.
გამიფერადე ოცნებები და ვერ გავძელი
არ მეთქვა შენთვის თუ რას გრძნობდა გული და ახლა
შანსი რომ მქონდეს
დავაბრუნო უკან დღეები,
თუმც ტკივილებით და ცრემლებით სავსე მაქვს გული
და სევდიანი უიმედოდ ფრენენ გედები,
ისევ თავიდან
გაგიცნობდი წვიმიან დილას
და ამ ტკივილებს, გაუსაძლისს,
კვლავ ავირჩევდი.
ისევ დავწერდი სევდიან და წვიმისფერ ლექსებს
წვიმის წვეთებზე
და მოგიძღვნიდი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი