ჩემი სარკმელი


ჩემი ოთახი, ჩემი სარკმელი
მუდამ მოწმეა ჩემი ცრემლების.
ვცდილობდი, თუმცა მაინც ვერაფრით
ვერ მოვიშორე მუქი ფერები.
ახლა აპრილის დღეებს მოველი,
თუმცა ჩემს გულში დგას ნოემბერი.
არ ვიცი დარდი ვზიდო რომელი
და არც ის ვიცი ხვალ რა მომელის...
ნაცრისფერია ისევ დღეები,
ისევ მწუხარე და უფერული...
ისევ მივყვები სევდიან ბილიკს,
ისევ ტკივილებს პოულობს გული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი