ისევ მარტია
ისევ მარტია, ისევ მარტო ვარ, ისევ ცრემლებით სავსეა სული. ფერადმა სხივმა ისევ დამტოვა, მარტო ტკივილს თუ პოულობს გული. როგორ ველოდი მზეს და გაზაფხულს, და აფეთქებას თეთრი კვირტების. მე ტკივილებმა დამღალა ისევ. ყინვამ დამიზრო ნორჩი იებიც.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი