შენ მამაკაცო
შენ მამაკაცო რანაირი ღალატი იცი თითქოს ერთს ეტრფი, სხვის ძუძუზე გიდევს ალერსი, აღარ უყურებ შენი ცოლის თვალების ციმციმს და გრძელი მკლავი მიგიდია კიდეს სარეცლის. და ფილტვებიდან ჩამოგჩხავის წყევლა შვილების, რომ დედამისის თეთრ საწოლში წევხარ ღალატით და დაგიპყრია უსირცხვილოდ ქალის სხეული, რომ სხვას ჩაუცვამს შენი ცოლის მძიმე ხალათი. და აფროდიტეს შენთან უკვე რა ესაქმება შენში ღვივდება გარდმოსული ვნების ნაყოფი, თითქოს შენს სულსაც არაფერი არ ეამება, რადგან არ დარჩა სამყაროზე შენთვის სამყოფი. და მამაკაცო რანაირი იცი ღალატი, რომ ელოდები სხვისი ტანის შეთამაშებას, ღმერთს უბედობით აუვსია შენი კალათი და ახლა უკვე ბედიც აღარ გეთამაშება. /ნანუკა ჭკუასელი /
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი