Fatigue - დაღლა
თოვს და საწოლი ივსება სისხლით, ( რით ვერ დაღამდა ), თეთრი გაშავდა და სადღაც ნისლში მძიმე სიკვდილით კვდება თვით კვდომა და ჩემს სურვილს ფიფქი გაფანტავს, როდესაც ჭერში თოვლჭყაპივით დაღვრის სირცხვილი ფეტიგს, და ფეტიშს, ითამაშებს თვითონ სიცოცხლე, ქვა ისაუბრებს და ჩემს ტაძარს სწყდება ლოცვა და გუმბათებს ხდიან ნამუსივით, ჯვარი მომიკლეს, სველი თითები ჩამომრეცხეს ( რომელ მლოცავდა ). და ახლა მკვდარი ქალწულების სასაფლაოზე მომივლის ქარი, უპატრონოდ მზისგან დატოვილს, მომეცი ხელი, და ის სუნთქვა თან გამაყოლე, ჩემი საწოლი ვერ გაუძლებს ამდენ დათოვლილს. თოვს და თეთრეულს არღვევს წყვდიადი, როგორც უბიწო დღეები, დარდად ცვდება სხივი და განთიადი ხდება მძიმე და მიწისფრად ზოგჯერ უმიწო
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი