კაფე სიკვდილის ველზე


სიკვდილის ველზე, ჩამწკრივებულ ფორთოხლებს შორის
კაფეა ერთი... იმ კაფეში მე და შენ ვსხედვართ.
იხრჩობა კაფე სიგარეტით და არასწორის
ავიღებ კალამს და დავიწყებ მე ნომრის წერას.

ოდნავ მოხრილი... გრძელი თმები... ხელში - ტეკილა,
ნაზი ტუჩებით ჩურჩულებ და თანხმობას ელი
გამხდარ ხელებში კვამლის ბოლქვი გადატეხილა,
ერთადერთია ეს კაფე და ვრცელია ველი.

წელში მოხრილან ფორთოხლები-კანკალებს ზეცა...
მოლანდებების ფანტომები ავსებენ არეს.
-იცი, აქ გუშინ ერთ ქალსაც რომ შენსავით ეცვა ?
სომბრეროები ირწევიან-ამოდის მთავრე.

-რა ხდება, ეს რა ამბავია, ბნელდება უკვე ?
-კოიოტებიც დადიანო, ხმა ასე დადის..
-ჰო, მაგრამ, მე რომ წასვლა მინდა ?
-შიათ იმ წუნკლებს...
-?!
-რა ვიცი, შენ თუ წასვლა გინდა, არ გიშლი, წადი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
.....8 წლის წინ

Auu dzalian sayvareli chanxar::dd kargad wer

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი