,,ვეფხისტყაოსნის" სახისმეტყველბითი ასპექტები
რამდენიმე სახისმეტყველებითი ასპექტი ,,ვეფხისტყაოსნიდან“ სახეებით აზროვნება და სიტყვით გამოსახული ხატი მარად ძიების საფუძველია. ,,ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟთა სახეების გასახსნელად მრავალი ჰიპოთეზა არსებობს;იდეა იძებნება სახელში,ქმედებაში, სიუჟეტში. სიკეთის უზნაესობის დედა იდეა რუსთაველმა მთელი სიცხადით გაამჟღავნა. ,,ამ საქმესა დაფარულსა ბრძენი დივნოს გააცხადებს“(შ.რუსთაველი, ,,ვეფხისტყაოსანი“ (1974)1500,ა,გვ471)ბრძანებს რუსთაველი რა დაფარული საქმე იგულისხმება დიონისესთან მიმართებით? ,, თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა, დედამიწა იყო უფორმო და უდაბური“( ბიბლია,დაბ,1.1-2,)ასე იწყება ბიბლია და პირდაპირ გრძელდება მყარის მოწესრიგების თანმიმდევრული თხრობა.ბიბლიაში ზეციურ სამყაროზე არაფერია ნათქვამი.ესაა დაფარული საქმე,რომელიც კაცობრიობას წმ.დიონისე არეოპაგელის საშუალებით გამოუცხადა უფალმა.დიონისე არეოპაგელმა თავის შრომაში დაწვრილებით აღწერა ანგელოზთა ზეციური სამკვიდრო. (ჟურნალი ,,ცისა კარი”(2002 )) რა შეიძლება გაგვიცხადოს დიონისემ ,,ვეფხისტყაოსანში“? ხომ არაა საფიქრებელი ანგელოზთა პერსონიფიკაცია?ამ მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას ასმათი იქცევს,რომელიც ხორციელი არსებისთვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს ნაკლებად ავლენს.მას არ გააჩნია პირადი ცხოვრება,თავისუფალია მატერიალური დამოკიდებულებებისაგან.ანგელოზებრივ ნიშანთაგან ასმათს აქვს სამი სახასიათო შტრიხი: 1)იგი განსაცდელში მყოფთანაა, 2) მუდამ ტირილსა და მწუხარებაშია როდესაც ტარიელი ავლენს სულიერ სისუსტეს,3)იგი არასოდეს ტოვებს ტარიელს.ტარიელი მიატოვებს ხოლმე მას. ასმათი ტარიელთან უნესტანობის პერიოდშია,ქვაბში ყოფნისას,რაც სიმბოლოა სულიერი წრთობისა,განწმენდისა.უფალი ბრძანებს ,,ცეცხლში გავატარებ...და განვწმენდ მათ,როგორც ვერცხლს,და შევამოწმებ,როგორც ოქროს.“(ბიბლია,ზაქ.13.9,) სწორედ ასეთ საუფლო წმენდის, ცეცხლში გავლის ჟამია ტარიელისთვის გამოქვაბული. ასმათის მუდმივად თანხლება ტარიელთან,მისი ტირილი და მწუხარება ტარიელის უნიათობის ჟამს ,მისგან ,,არ დაგდება“ განსაცდელში მყოფისა,მიემართება ანგელოზებრივ თვისებებს და ანგელოზის ქმედება-ფუნქციასთან ჰპოვებს პარალელს. ცათა რომელი მკვიდრის პერსონიფიკაცია შეიძლება იყოს ასმათი? წმ.დიონისეს მიერ აღწერილ ცხრა მთავარანგელოზიდან ასმათს შეესაბამება რაფაელი: ,,რაფაელი--,,ნიშნავს ღვთის შეწევნას“.წმიდა მთავარანგელოზი რაფაელი მძიმე განსაცდელების ჟამს ეხმარება ყველას,განსაკუთრებით კი მაშინ,როცა სასიკვდილო სენით იტანჯება ადამიანი.ამიტომ გამოისახება იგი ხატზე თასით ხელში.ეს მთავარანგელოზი მოგზაურთა მფარველიცაა და სასოწარკვეთილებსაც დიდ ნუგეშს აძლევს.“(,,ცისა კარი“,გვ15) მძიმე განსაცდელი,სახლიდან შორს ყოფნა, თავის თავის ხშირად დაკარგვა,სასოწარკვეთილება--ტარიელის მახასითებელი მოვლენებია.აქ ასმათი ზუსტად იმ ფუნქციას ასრულებს რაც რაფაელ მთავარანგელოზთან პირდაპირ კავშირშია.რატომაა იგი ქალის სახით მოცემული? ხატებზე ანგელოზები მამაკაცის სხეულით გამოისახებიან,თუმცა ეს სიმბოლურია.ისინი არიან უსხეულო,უხორცო ,უსქესო არსებები.ამიტომ დასაშვებია იგი ქალის სახით გამოესახა ავტორს.,,ასმათ-(არაბულად)უმწიკვლო,უმანკო“(წყარო: icode.ge.2010/05/04,ქალის სახელების ახსნა) ეს ნიშანიც შეიძლება იყოს მითითება ასმათის არამატერიალური ბუნებისაკენ. უნესტანობისას ,,არ დააგდებს“,მაგრამ ნესტანის მოპოვებაში ვერ ეხმარება ასმათი ტარიელს.აქ საჭიროა ,,სხვა ძალა“,ეს კი ავთანდილია,რომელიც ასევე, ასმათის შემწეობით მიიღო ტარიელმა.ტარიელი დევებისეულ გამოქვაბულშია, აქ არის საჭურჭლე და ,,აბჯარი საკვირველი“,რომელიც ტარიელისთვის დახშულია,დაკეტილია ორმოცი კარით,ამ კლიტეების გაღება ავთანდილის გარეშე არ ხდება.(შოთა რუსთაველი, ,,ვფხისტყაოსანი“(1974)1374,დ;გვ 426),საჭურლე და ,,აბჯარი საკვირველი“ სიმბოლოა გონებაზე ხელმწიფებისა, თავის უფლებისა;საკუთარი თავის თანხლების ნება_ადამიანის უმაღლესი მონაპოვარი_რომელიც წრთობითა და ცეცხლში გადადუღებით მიიღწევა და რის შემდეგაც შესაძლებელი ხდება საღვთო სიბრძნისა და სულიწმიდის შეცნობა,ადამიანის სულიერი თვალის ახელა.მოციქულთაგან პეტრეს აქვს ხელმწიფება ცათა სასუფევლის კლიტეებზე:,,და მოგცემ შენ ცათა სასუფევლის გასაღებს და რასაც შეკრავ დედამიწაზე, შეკული იქნება ცაში,ხოლო რასაც დახსნი ,დახსნილი იქნება ცაშიც“(ბიბლია,მათე,16.19) პეტრეა პირველი,რომელიც ამოარჩია იესომ ადამიანებთან მისი მცნებების მისატანად,მას შეუბერა სული,რომელიც ადამიანთა მოდგმაზე უნდა გავრცელებულიყო.პეტრემ მიიღო ხელდასხმა ქრისტესგან და მიიღო პირობა,( ბეჭედი),იმისა, რომ მოციქულთა მსგავსად ყველას შეეძლო მიეღო უფალი.(იესო ამ პირობას გამოხატავს სიტყვებით ,,შეთანხმების სისხლი“) პეტრე მოციქულთა შორის ყველაზე მეტად ავლენს გამჭრიახობას და ადამიანურ მხარეს,რაც ასევე მსგავსებას პოვებს ვთანდილის თვისებებთან.პეტრე მოციქული ანგელოზთაგან განსხვავებით ხორციელად იშვა, მაგრამ მან მიიღო უფალთან ყოფნის მადლი.რით გამოიხატება ეს ,, ვეფხისტყაოსანში“?ნესტანიცა და თინათინიც სიმბოლურად სწორედ ამ სულიერ,საღვთო თვალს გამოხატავენ,რაც მათი ნათელობით,მზეობით დასტურდება.ქრისტიანულ ლიტერატურაში ადამიანის სულიერი წმენდასა და საღვთო სიბრძნის მიღებას სიმბოლურად გამოხატავს ქორწინება,როგორც უფალთან შეერთება.ნესტანი უგვირგვინოა, რადგან ის ჯერ არაა ,,მოპოვებული”,,,დამსახურებული”, ტარიელისაგან,ხოლო თინათინი გვირგვინ დადგმულია, რაც მისი მიმღების -ავთანდილის სულიერ სიმაღლეზე უნდა მიანიშნებდეს. ავთანდილსა და პეტრე მოციქულს შორის პარალელების შესახებ ჰიპოთეზას ამყარებს ფატმანის ეპიზოდი,სადაც რამოდენიმე საგულისხმო ასპექტი იკვეთება: 1) ფატმანი ნებსით სცოდავს,წინასწარგანზრახულად,რასაც წინ უძღვის ყოყმანი,შიში,რადგან მან იცის რომ ,,ყმა ვინმე,კეკლუცი, ტან ნაკვთიანი“ (შოთა რუსთაველი, ,,ვეფხისტყაოსანი“(1974)1108,ბ;გვ,355) მოვა. 2) ყმა რა ნახავს ავთანდილს ამბობს: ,, ჰგავსო,თუ გზაა კლდიანი“(შოთა რუსთაველი, ,,ვეფხისტყაოსანი“(1974)1108,გ;გვ.355). იესო პეტრეს კლდეს უწოდებს:,,გეუბნები: შენ ხარ პეტრე და მე ამ კლდეზე ავაშენებ კრებას,რომელსაც ვერ სძლევს სამარის ჭიშკრები“(ბიბლია,მათე,16,18) 3) ყმას ფატმანის ბეჭედი აცვია,რომლის გამოსყიდვაც ხდება მისივე სისხლით,ავთანდილის მიერ, რაც მოგვაგონებს ,,შეთანხმების სისხლს“, უფლის სისხლით მიცემულ აღთქმას, პირობას სამოთხეში დაბრუნებისას. 4) ფატმანის ცოდვის მხილველი ყმა ქალს ეუბნება:,, დიაცო, არ გიშლი ფერთა მი და მო კრთომასა“,(შოთა რუსთაველი, ,,ვეფხისტყაოსანი“(1974)1109,გ; გვ-355) აქ ჩანს უფლისაგან მონიჭებული არჩევანის თავისუფლება. ყმა იქვე შეახსენებს:,,მაგრა სცნობ ხვალე პასუხსა მაგა საქმისა მზღვეველად“.(შოთა რუსთაველი, ,,ვეფხისტყაოსანი“(1974)1110,გ; გვ-355)-ეს კი საკუთარ ქმედებაზე პასუხისმგებლობის,ცოდვის საფასურის შეხსენებაა. 5) ყმა ჭაშნაგირია (შოთა რუსთაველი, ,,ვეფხისტყაოსანი“(1974)1214, გ, გვ-373), რაც იესოსკენაა მიმართული. იესო მამას სთხოვს ,, ამაცილე ეს სასმისი“(ბიბლია, ლუკა22,42)მისი ჯვარცმა არის სასმისი,ადამიანთა ცოდვების გამოსასყიდი,რაც ჯვარცმის დროს ძმრის დაგემოვნებით გამოიხატა , ასევე სიმბოლურად. 6) ავთანდილს წინამძღოლი, გზის მასწავლებელი მიჰყავს ფატმანისგან.გზის მასწავლებელი სიმბოლურად გამოხატავს სულიერ მოძღვარს, რომელიც უფლისკენ მიმავალი გზის მასწავლებელია. 7) ყმის სრას ბანი აქვს ,,ზე და ქვე მდგომელი“(შოთა რუსთაველი, ,,ვეფხისტყაოსანი“(1974)1122,გ;გვ.357),ხოლო ყმა იგი მწუხარებაში მყოფი ,,ზე-ბანზე“ იმყოფება. ბიბლიაში იხსენიება ჯერ ცა და მერე დედამიწა, უფლის სამყოფელი ზე-ცაშია. ,,ზე და ქვე“სიმბოლურად ცასა და დედამიწას გამოხატავს. 8) ყმაზე ადრე კვდება ქვე ბანზე მყოფი ორი დარაჯა,რაც იესოსთან ერთად დასჯილ ორ ავაზაკს მოგვაგონებს. 9) ყმის მოკვლა იდუმლად ხდება: ,,იდუმლად მოკლა, თუ ვერცა ვცანითა, ხელი მოჰკიდა,მიწასა დაასკვნა, დაკლა დანითა“(შოთა რუსთაველი, ,,ვეფხისტყაოსანი“(1974)1124, გ;დ; გვ.357) ეს ,,იდუმლად მოკვლა“ უნდა მიემართებოდეს ძველი აღთქმისეული ბატკნის(იესოს) შეწირვისა და დაკვლის სიმბოლიკას, რაც იესოს მოვლინებისა და ჯვარცმის შემდგომ, ასევე სიმბოლურად მეორდება ქრისტიანულ ტაძარში.(მოძღვრის მიერ ზიარების მომზადების საიდუმლო,რომელიც 7 საღვთო საიდუმლოდან ერთერთია.) 10) ავთანდილმა ყმა იდუმლად მოკვლის შემდეგ ,,ქვესკნელს მიწათა გარია, მისთვის არცაღა სამარე,არცა სათხარად ბარია.“(შოთა რუსთაველი, ,,ვეფხისტყაოსანი“(1974)1125,ბ;დ; გვ.357)ეს გამოხატავს ჯვარცმული ქრისტეს ჯოჯოხეთში ჩასვლა და უფლის უსამარობას. უფლისთვის სამარე საჭირო არაა. სისხლით გამოსყიდული ბეჭდის ეპიზოდი პარალელს პოვებს პეტრე მოციქულის(და ზოგადად მოციქულების) მისიასთან,ადამიანებამდე უფლისგან ხსნის, უფლის სიტყვის, შეთანხმების მიტანასთან.ხოლო ფატმანის შემდეგი სიტყვები; ,,ნეტარძი,ვინ სისხლი მისი შემახვრიტა ერთი თასი“(შოთა რუსთაველი, ,,ვეფხისტყაოსანი“(1974)1214,დ;გვ373) და ასევე: ,,მე და უსენი შვილითურთ აწ ახლად დავიბადენით“(შოთა რუსთაველი, ,,ვეფხისტყაოსანი“(1974)1129,ა; გვ.358)პირდაპირ მიემერთება ზიარებას. ზიარება სიმბოლურად ხდება ქრისტეს სისხლითა და ხორცით, რაც ახლად დაბადებას, ძველი კაცის განძარცვას და ახალი კაცის შემოსვას,ძველი საქმეებიდან გათავისუფლებას ნიშნავს. კიდევ ერთი ასპექტი,რამაც ამავე ჭრილში შეიძლება დაგვაფიქროს არის მეგობრების მიერ ნესტანის გამოხსნის შემდეგ კვლავ ქვაში დაბრუნება. ამ ეპიზოდში ხდება საჭურჭლეთა გახსნა. საგულისხმოა რომ აქ ასმათია მასპინძელი,რაც რაფაელ მთავარანგელოზის თასიან გამოსახულებას ეხმიანება, ხოლო საჭურჭლეთა გახსნა ნესტანის გამოხსნის შემდეგ ხდება, რაც ასევე ამყარებს ჰიპოთეზას ნესტანისა და საჭურჭლეთა შესახებ. ეს მიმართებანი ასე ფორმულირდება:1)საჭურჭლე იხსნება ნესტანის გამოხსნის შემდეგ,2) ნესტანის გამოხსნა შესაძლებელი ხდება ,,აბჯარი საკვირველის“ დაუფლების შემდეგ, 3)აბჯრის დაუფლება ხდება ავთანდილის მიღების შემდეგ,4) ავთანდილის მიღება ხდება ასმათის თანხმობის და შემწეობის შემდეგ. სულიერ ცხოვრებაში ადამიანის სულიერი თვალის ახელა და საღვთო სიბრძნის მიღება ერთმანეთის გარეშე არ არსებობს,ერთი ყოველთვის წინაპირობაა მეორისა და მეორე უცილობელი თანმდევი. ავთანდილი როგორც საუფლო სიტყვის ადამიანამდე მიმტანი, მოციქული, ასმათი როგორც ზეციური შემწე, ნესტანი_ ნათელი(თვალის ახელა) ,ხოლო საჭურჭლე _საღვთო სიბრძნე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი