მთვარე
თითქოს გაუშალა ბავლი ბაზიერმა ისე ამოვარდა მთვარე აღსავლიდან... მეც ხომ მოვიქნიე სული მაძიებლად სანამ ბედისწერა შენს გზას მასწავლიდა... უგზო ხეტებისგან მეც ხომ გავნახევრდი სანამ ბედიღბალი შენს თავს გადამყრიდა სანამ მაგ თვალების ფსკერზე ჩამმარხავდი.... სანამ აღმადგენდი ცეცხლის სამარხიდან... მთვარე არეულა შენთან ნამყოფივით, თითქოს მთელ ქვეყანას ნაკოცნს ანახვებდეს... ლამის ცას შეაწყდეს მწიფე ნაყოფივით და შენს დანახვაზე ვნებით განახევრდეს... მეც ხომ მთვარესავით კოცნით ჩამომიღე როგორ გაგიმაგრდე, საით გაგერიდო... სანამ გულისციხის ქონგურს ჩამომირღვევ, ლამის მთვარესავით გუმბათს დავეკიდო....
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი