თუ დამივიწყე... თუ გამეყარე... თუ ჩაიქნიე ხელი....


მე ახლა შენს გულს ჩემით დაბანგულს,
 ვეღარცა რამეს ვშველი.
შენს სატრფო სახელს ლექსში განაბულს
ბოღმა ჩაჰყვება მშლელი.
  შენს სატრფო სახელს ლექსში ვასახლებ
 და გიმეორებ ლოცვად,
ცრემლთა დავაშლი ქორფა ბალახებს,
კბილით დავიგლეჯ ხორცთა.
   მოსულა ჟამი ტრფობად დადნობის,
 გამოგვხდომია ხანი,
 ლექსთა დატორეს ლურჯი ტატნობი,
 ყვირის ირმისა ხარი.
    მეც აყვირებად გული მიმწევს,
 ქარს ქარაფ- ქარაფ შევყე..
თუ დამივიწყე, თუ დამივიწყე,
 ლექსთა საბრალოთ შეგმღერ....
      ნაზამთრალ ქართა ტევრთ რომ ეხალნენ
 წაჰკიდებისნ ხენი...
 თუ დამივიწყე... თუ გამეყარე...
 თუ ჩაიქნიე ხელი....
2002

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი