წავიდეთ, მთებში დავსახლდეთ
მოდი, აპრილი მახარე, გულს ვეღარაფერს ვაყოლებ. წასასვლელი ვარ სხვა მხარეს, შენი სურვილი მაყოვნებს. შენი ღიმილი ვერ დავთმე, დღითი დღე უფრო მწყურდება, ჩემი ფიქრები შენამდე მოსვლას რა დიდხანს უნდება. მიმინოვ, ფრფების გაშლამდი გულზე რო იცი დაცემა ემაგ თვალების ლაჟვარდი ღმერთმა რა მელნით დაწერა. მოდი, სულთქმავ და ნაწილო, შენის ფერებით დავშვრები. ვნების ბურანში ჩავძიროთ მაგ თვალთა გარიჟრაჟები. შეკაზმე შენი მერანი რო მეც მკლავებზე მოგენდო. გაწბილდეს ჩვენი მდვარი, გზებს ნისლი მიედ-მოედოს. წავიდეთ, მთებში დავსახლდეთ, დაგიხვდებიან მოყვრები. მთის კანონებით დავზადოთ ცისფერთვალება ბოკვრები. 20 აპრილი 2013
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი