გიყურებ, ლექსი მოღრინავს


გიყურებ, ლექსი მოღრინავს,
 თქეშად, არაგვულ ზვირთებად,
 მე შენ ის ვოჟი მგონიხარ,
წინ წინ რო გადაფრინდება.
   რო დაიმშვენებს საჭურველს,
დარახტულ რაშზე იმხედრებს,
 სიტყვა და ხმალი გაუჭრის,
 მიწა-წყალს შამაიხელთებს.
  მაგრად დაბღუჯავს სატევარს,
თან დედის ლოცვას წაიღებს,
მამულის ბჭესთან ჩადგება,
გულად ცხელ ფოლადს ჩაიდებს.
   გიყურებ, ლექსი მოღრინავს,
 თქეშად არაგვულ ზვირთებად,
 მე შენ ის ვოჟი მგონიხარ
აბჯარ რო არა ჭირდება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი