პირიპურივით შემოჰკრას ღმერთმა ..
პირიპურივით შემოჰკრას ღმერთმა მთვარე თელავის ცხელი ცის კედელს. არ დამასვენოს შენმა ხსენებამ, ლურჯი სიცხოვლით შემენთოს მკერდზე ფეხჩაუცმელი წყალ-წყალ მატაროს, შენკენ გამზიდოს ქალური გეშით, სადღაც ნაღვინევს გადაგეყარო, მაგ სუნთქვის ორთქლით ამევსოს პეშვი. ხელი ხელს ასცდეს და ბაგე ბაგეს, გადმოუაროს სურვილმა სამანს. შემოეგლიჯოს საკინძე კაბას, შენი პერანგი თავისით დადნეს. ამლოკოს შენი ვნების ალმურმა რომ გარდავიდე სასულეს ბარემ. რომ როგორც პურმა ადრე ჩაკრულმა პირი აუშვას თონიდან მთვარემ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი