უსიტყვოდ, უკითხვოდ, უთქმელად, უცრემლოდ ..


უსიტყვოდ, უკითხვოდ, უთქმელად, უცრემლოდ
უმიზნოდ, უხიზნოდ, უწყალოდ,უსაგზლოდ
უცეცხლოდ, უდარდოდ, უჩემოდ, უშენოდ
მიყვარხარ უსაზღვროდ...
დუმილით, სიჩუმით გაგებით, განგებით,
და არა ტყედგასვლით, და არა შმაგებით
და არა საბრძოლო რბევით და ყიჟინით
და არა ცრემლთაღვრით, და არა გიჟივით...
მიყვარხარ ჩურჩულით, მიყვარხარ ჩუმჩუმად
და არა უენოდ, და არა მუნჯურად...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი