ტრიალებ ცეცხლის ბუღივით
ტრიალებ ცეცხლის ბუღივით სულში,სხეულში, ლექსში. დამაწყებინე დუღილი, ვეღარ ვეტევი ქვევრში. დენთი ვარ, როგორ გავბედო შენი თვალების ნახვა, ჩემო კვესო და აბედო, თიბათვის მზეს რომ ჰგავხარ. დავდნი, ავდიდდი, ავზღვავდი, ვერ გაგიძელი აპრილს. დამიდექ როგორც საზღვარი, არ გადმომიშვა ნაპირს
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი