ირაოთ ქორ მიმინოთა
ირაოთ ქორ მიმინოთა ვუმზერ თოლდათრობით. შენ სიახლოვე მიდოდა ამადაც გნატრობდი. ქორთა ვაბარე ფრთაშლილთა უგზაშარაოდ მვლელთ. შენ სიახლოვე მამშივდა, ძალიძალადღა ვფეთქ. მარქვი, რამ გაგამეტინა ჩემად ამტოლა ბინდი. უშენობამცა მეტკინა, გან საბოღმაოდ მინდი. უშენოდ ლუკმა მემწარვის, შემოგალევმცა ჯანს, ერთაი შენღაა მეწამლვი, აღარცა შენა სჩან. გულს მახვილ მაგიბჯენია არ გამეტეხვის ქადა. ნეტაი რა დაგრჩენია ემაგ უგზაო მთადა. გუშდილა ნაბილიკარად ნიავს ხმელ ტოტებ მაჰქონდ, მე რო ხეკეთილნ მიყვარან წამსვე ისინი მამგონდ. ნეტაი ქოებრ მაცოდნა გათამაშება ცასთან. ჩემ თავ თავადვე შამცოდდა მანძილი გვიძევს ცალთა. რავი, სით მივლენ ქორები, რას მაიხილვენ ახალ, დავშვერი შენი გონებით, აღარ და აღარ მახვალ. რა ვი, როს გნახვენ ვერანნი, როს გიუბნობენ ამბავთ. ჩემგნით წარილტვნენე მღერანი, ცრემლ მდუღარეში გავბანდ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი