ხელნაკრავი ვარ და კრავი ვარ დასაკარგავი
ხელნაკრავი ვარ და კრავი ვარ დასაკარგავი, იმედით გიმზერ, ჩემი სულიც შენ გაბარია, ვდგავარ და ვტირი მუხლების და გულის კანკალიტ, თვალს ნუ მარიდებ, თუ ღმერთი გწამს, დედა მარიამ. მე მოფარფატე ღამის სულებს ვდიე კივილით, და რა ხანია გათენებაც არ მიხარია, მოვედი ახლა შეშლილივით, შერეკილივით , და ნუ მარდებ წყლიან თვალებს დედა მარიამ. ვიყავ ალალი, გამჭვირვალე გულით ვიცხოვრე, და ღვთის წინაშე არაფერი დამიფარია, არდალეული, არეული სული მიცხონე, მოწყალე თვალით გადმომხედე დედა მარიამ. ბევრს თუ ვუყვარდი, მოძულენიც ოხრად მებადა, მათი გულისთვის ნაგლოვარზეც გამიდარია, მე არ შემეძლო სიბოროტით გადამეხადა, და ახლა თვალებს ნუ მარიდებ , დედა მარიამ. მე ვინც მიყვარდა მას ვპარავდი, თუმც მისთვისაც ალერსის მეტი არაფერი მომიპარია, ჩემი კუთვნილი სიყვარულიც სხვამ მიითვისა, ალალი იყოს , დამილოცე დედა მარიამ. ძლივს მოვათრიე დაქანცული ჩემი სხეული, და დღეის იქით სული ჩემი შენ გაბარია, შენთან მოვედი ათას ვარამს გამოქცეული, თვალს ნუ მარიდებ,თუ ღმერთი გწამს დედა მარიამ. 28 მაისი, 2002
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
ამ საიტზე დარეგისტრირება მხოლოდ ამად ღირდა, რომ თქვენს პოეზიას გავცნობოდი!