დავრჩენილიყავ ნისლად
ერთხელ ვესტუმრე ღრუბლებში სვანეთს და მოვიწამლე სამუდამოდ !!! რადგან არა ვარ ალვა ან ვერხვი, არც ტირიფი და ან თუნდაც გირჩი, რადგან ოდითგან ვიწამე მითი სინდის ნამუსის, დავრჩენილიყავ ნეტავ მესტიას ! რადგან ჭრილობებს ღიმილით ვფარავ მე თეთნულდს ვგავარ. რადგან არა ვარ ნაძვი ან ფიჭვი, არც ტირიფი და არც თუნდაც გირჩი, რადგან ოდითგან ვიწამე მითი ზღაპრული დალის, დავრჩი ტრფიალი უშბის და შხარის, სვანური ზარის. დავრჩენილიყავ ნეტავი უშგულს. ერთხელ ვესტუმრე ღრუბლებში სვანეთს და ავციმციმდი ვარსკლავის დარად, მზე ჩადიოდა ნაზად და წყნარად. დავრჩენილიყავ ნისლად თუნდ ქარად და არა ქალად. რადგან ჭრილობებს ღიმილით ვფარავ მე თეთნულდს ვგავარ. ხშირად სიზმარში "ძროხაში ვიდექ" ხან შემოვდგამდი ყვავილებს ზვინად, აქ ვევლებოდი მონპარნასს, მონმარტრს, იქ კოშკი მქონდა ფარად და ბინად. აქ დავივლიდი ვერსალის დარბაზთ, მთაში ვსუნქავდი და არა ქალაქს. დავრჩენილიყავ ნეტავ მესტიას ! რადგან ქალაქი ასე ცვლის და რყვნის, მე კი ვერ ვგუობ სიცრუეს, ღალატს, რადგან ბოროტნი ძლევენ კეთილებს, ხედავ ძვირფასო უფსკრულთან ვდგავარ ! გრძნობ ? თეთნულდს ვგავარ. ერთხელ ვესტუმრე ღრუბლებში სვანეთს და მოვიწამლე სამუდამოდ . . .
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი