ელვამ გამკრა კბილი ალმასის და ..
ელვამ გამკრა კბილი ალმასის და სისხლმა იწყო ჟონვა ისე ცისფრად . . . ავუყევი კენწერომდე ალვას ფოთოლ-ფოთოლ, წვეთებ, წვიმა-წვიმა. ჭექა ქუხილს მივაახლე გული, გადახსნილი ყაყაჩოსფრად, წითლად, მერე სული გაეყარა სხეულს დაგედევნა, გზააბნეულ ფიქრად. როცა სული გაეყარა სხეულს გაკერპებულს, ტუჩს დაგადნა ფიფქად. როცა ჩემგან გადაკარგვა სცადე, როცა კუპრი გაიმეტე რისხვად; ავუყევი კენწერომდე ალვას, ფოტოლ-ფოთოლ, წვეთებ, წვიმა-წვიმა ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი