ჩამქრალა ნაკვერჩხალი ! ..


ჩამქრალა ნაკვერჩხალი !
არავინ ეფერა, არავინ უბერა სული.
ჩამქრალა სიცოცხლე, ქარი დაზუზუნებს,
ტკივილით მევსება გული.

ისევ ის ქუჩები, ხეები, სახლები,
ისევ ის მთვარე და ფერი.
მე ისევ გინატრებ, მე ისევ მოგელი,
მოდი და მომხვიე ხელი.

ნეტავი სადა ხარ, ნეტავი როგორ ხარ,
ნუთუ დამივიწყე ასე ?
ზამთარი მოსულა, ნამქერს დაუფარავს,
შენი საყვარელი სახე.

ჩამქრალა სანთელი, თვალებიც ჩამქრალა,
აღარ ჟღერს სიმღერა ნელი.
მოდი, გამინათე, გამითბე, ამინთე სიცოცხლე
მომეცი ხელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი