შაშვების ნადიმი, დილა და სარკმელი ..


*  *  * 

შაშვების ნადიმი, დილა და სარკმელი,
სარკმელი, დილა და შაშვების ნადიმი.
ზამთარი ცისფერი, თეთრი და ნათელი.
რა სამწუხაროა სხვა არ მაქვს სათქმელი.

ხურმა და ყურძენი, ხურმა და ჩიტები
ყინვა და ფიფქები და მერე ფიქრები,
ნაძვები, ნაძვები, ნაძვები, ფიჭვები,
ჩამქრალი ბუხარი, უცეცხლოდ ვიწვები.

შაშვების ნადიმი, დილა და სარკმელი,
ერთი თამარია, მზისხივი ნათელი
ჩემი მარგალიტი - ბნელეთში სანთელი,
გარეთ კი ფანტელი, ფანტელი, ფანტელი ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი