მას . . .


მოვდივარ ისე მონატრებული,
მომიხარია და მერე ვხვდები,
შენ ვერც შეამჩნევ გრძნობათა კოცონს
ჩემს თვალებში და უმალ ვქრები.

და კრთის ალმასი ცრემლად ნაკვეთი,
და ყველა სიმი ქვითინებს ჩემში,
მე ვიღიმები, შორს ვიყო თითქოს
და ვიკარგები ბგერათა ჩქერში.

როცა ჩამივლი, წამწამთა თრთოლვით
არ შეგაგებებ მზერას ნამიანს,
თუმც მენატრები ასე ძალიან . . .

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი