ჩემი პატარა ქლიავის ხე
ასე უმწეო და სრულქმნილი, ჩემი პატარა ხე ქლიავის ათრთოლებული კიაფად, თეთრად კაზმული. პატარა და ჟრჟოლვის მომგვრელი, ჩემი სარკმლის მშვენება. მერე, გვიან ზაფხულს, მოლურჯო - სევდისფრი ნაყოფით. ნეტავ რა უცხო ფიქრები დაჰკამკამებს თავს? ისე მაგონებ ჩემს ბავშვობას, ასე ნაზი და სრულქმნილი გვიან ზაფხულს. მოლურჯო სევდისფერი ნაყოფით, ჩემო პატარა ხეო ქლიავისაო! ნეტავ რა უცხო ფიქრები დაგკამკამებს თავს ?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი