გადამარჩენდა
ქარვაჩაღვრილი, მზეჩამდგარი მქონდა თვალები, მერე მოვარდნენ შორით ქარები და გადამკარგეს. კაკაფონიას, ჩემს სულში რომ დგას, არ სჭირდება დირიჟორის ნატიფი ჯოხი; გადამარჩენდა პატარა ქოხი წყლის პირას სადმე, ფეხშიშველას. ეს ჩემი სმენის ლაბირინთები ამოვსებულან რექვიემებით და მაღალი ცა, უსასრულო, უკიდეგანო, მტოვებს, მიცურავს ღრუბელთ გემებით. კაკაფონიას, ჩემს სულში რომ დგას, არ სჭირდება დირიჟორის ნატიფი ჯოხი; გადამარჩენდა პატარა ქოხი ფიჭვების ტევრში. ჩემი გულია, საგულეში რომ ვერ ეტევა და სულ კიდია სიცოცხლე ბეწვზე, ვით შევიცვალე, სიყვარულის დავკარგე რწმენა ნისლიან გზებზე. ქარვა ჩაღვრილი, მზეჩამდგარი მქონდა თვალები, ახლა სმერჩი თუ ტორნადო შემომეჩვია, ადამიანებს სტკივათ სიკეთე - ვერ გუობენ . . ურვა მეწვია. მახსოვს პასტელით მოხატული არაბესკები >. . . როდი გიყვარდი . . . ფერთზეობას და აკორდთ სიუხვეს ზღაპრად მივყავდი. აწ ჩემი არსის ქორდა გამშეშებია და ქრომოსფეროც გაუფერულდა. ახლა მეძახის საზარელი სახით ქვესკნელი ღამე მზებნელი. კაკაფონიას, ჩემს სულში რომ დგას, არ სჭირდება დირიჟორის ნატიფი ჯოხი; გადამარჩენდა პატარა ქოხი ზღვის სუნთქვით სავსე, ფეხშიშველას .
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
გადამარჩენდა პატარა ქოხი
ზღვის სუნთქვით სავსე,
ფეხშიშველას .კარგი იყო საყვარელო ძალიან მომეწონა❤❤