სურათი ალბომიდან
ნეტავ ეს რა ლაბირინთმა გადამკარგა, ვინ მიბოძებს, ზღაპარია! არიადნეს გორგალს, არითმია ჩემი არსის, გულს ედრება, არიმანი კვალდაკვალ მდევს - ბორგავს. ჩემი ბაღის უჩინარი სამშვენისი, ქრიზანთემა, შემოდგომის ქრიზანთემა, მენატრება ფერის, თეთრის, ქრომატიზმი. ჩემი ყოფის რთული ფუგის სხივებრ თემა. ქიმერა თვლემს ჩვენი მოდგმის არსობაში, ქრიზანთემა, მომნუსხველი ქრიზანთემა, სიკეთე და ერთგულება - ალქიმია! ამორძალთა ხვედრი -მკაცრი ანათემა. ნეტავ ეს რა ლაბირინთმა ჩამიხვია? ვინ მიბოძებს, ზღაპარია! არიადნეს გორგალს. არითმია ჩემი არსის, გულს ედრება, არიმანი კვალდაკვალ მდევს, ბორგავს ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი