დედა
შენს ცხოვრებაში არის მომენტი, როცა პრობლემა წამოგეჭრება, დახმარების და შველის იმედით თითქმის არავინ არ გევლინება. თითქოს მარტო ხარ,მიტოვებული, და აღარავინ არ გეხმარება, სარწ მუნდები რომ შენ ხარ ეული, და ერთი ვინმე არ გახსენდება. ის ერთი ვინმე ვისაც ახსოვხარ, ვისაც უყვახარ და შენთვის ცოცხლიბს, ის არის შენი მშობელი დედა, მშობელი დედა არ დაივიწყო, დედა,რომელიც შენი გულისთვის მზად არის სიცოცხლეც კი გასწიროს, დედა,რომელიც არ დაგივიწყებს, დედას უყვარხარ,ის შენთვის ცოცხლობს. დედა-ღამეში გზების მნათობი, შიშის დროს შენი გულის გამთბობი, დედის ალერსი სულში ჩამწვდომი, ის არის შენი გულის გამთბობი. როგორც არ უნდა იბედნიერო, როგორი სითბოც არ უნდა იგრძნო, შენ დედის სითბო მოგენატრება, ყოფილი სითბო მოგელანდება. ეს მითუმეტეს თუ იტანჯები, გვერდიოთ მყოფისგან დაისაჯები, დედისგან შორს ხარ მოგენატრება და მისგან წუთზე ხმას ელოდები. გამახსენდება მშობელი დედა, და კვლავ ჩემ გულში სევდა ჩაწვება, გამახსენდება,მომენატრება, და მასთან ყოფნა მომელანდება. გამახსენდება,კვლავ ავტირდები, მინდა ჩემს გვერდით რომ იყოს დედა, რატომ ვიზრდები დედის გარეშე, რად მახსენდება და მენატრება. მე რომ შემეძლოს ავფრინდებოდი, და დაედიკოსთან ჩავფრინდებოდი, იქ დავრჩებოდი სულ,სამუდამოდ, და აქ არაზდროს დავბრუნდებოდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი