დრო


დრო

პათეტიკური სევდა.
განცდა მარტოობის.
შიში...
მოგონების,
შეხების,
სიყვარულის.
მოკვდა...
ადამიანური თვალები,
ღიმილი,
ბედნიერება.
გაქრა -
ერთგულება,
ნდობა,
მოლოდინი.
ჩახუტება,
კოცნა
- უემოციოდ.
‘პირში მოგახალე ტკბილი ტყუილი’ -ადამიანები,
ცრუ ‘სამუდამოდ მეგობრები ვიქნებით’ -სიტყვები,
‘დღეს დაგვავიწყდი, ზეგ სადმე გავიაროთ’ -გამომსყიდველები,
ორპირი - ერთგულები!

...
გეშლება? უნდა დაუფიქრდე.
სამუდამოდ ვერ შეძლებ ასე ცხოვრებას,
საკუთარ თავს ბოლომდე ვერ გაექცევი
და თუ გაექცევი - დაიქცევი!

...
ნერვები ყულფში ჰკიდია
ღმერთი - დიდია!

-
მოწყალება მისი გვიჩვენებს სწორ გზას,
სიყვარული მისი - გადაგვარჩენს!

...
როცა შენ იქნები მარტო, პირისპირ
ჩემს შიშველ სულთან,
მისი ტანჯვა აგატირებს...
ტანჯვა - ამაცილე!

...
ვერ აგაცილე რადგან წამება
და განაწამებ შენს სულს შევეხე,
ვიგრძენი ჩემი გარდაცვალება...

...
ყალბი არავინ არ გჭირდება.
ყველა გაუშვი,
სანამ ცხოვრება გაჭირდება!
.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი