Nihilism


ალბათ კომუნისტების დროს ანდაც ე.გ. პერესტროიკის დროს ჩემნაირი და ჩვენნაირი პიროვნება, რომ არსებულიყო დახვრეტდნენ როგორი რთულიც არ უნდა იყოს ცხოვრებაში იმ ღირებულებების შენარჩუნება რისიც მართლა გულით გჯერა, ცხოვრება ყოველთვის დაგიმახინჯებს იმ უმანკო და მისტიურ სილამაზეს რაც შენ შიგნით იმალება. ეს შინაგანი სამყარო თუ სული თუ ცნობიერი , რაც გინდათ ის დაარქვით  ეს პირობითია. სილამაზე ემალება არა მარტო გარშემომყოფებს, არამედ იმათაც კი , ვისშიც არიან ისინი. ზოგჯერ ჩვენ თვითონვე ვცდილობთ დავამახინჯოთ ის კარგი რაც გაგვაცნია დაბადებიდან ,ზოგჯერ მოდის,ზოგჯერ ,,აყოლის“ ანდაც ცხოვრებისეული დრამატიზაციის გამო, რომ რაიმე დავაფასოთ ვცდილობთ ჯერ დავკარგოთ ის , თუმცა ეს სილამაზე ხომ შიგნითაა და მისი დათმობით ,ჩვენ ვკარგავთ იმ ნამდვილ პიროვნებას , იმ ნამდვილ სახეს რაც რეალურად ადამინებს გაგვაჩნია. და რათქმაუნდა გაკრვეული პრეიოდის მერე ვდარდობთ თუ რატომ არ ვართ ბედნიერები , რატომ არ განვიცდით კმაყოფილებას.რატომ?! რატომ არ გვინდა ყველაფერი იყოს შავთეთრი?!  ეს ხომ ყველანაირ თავისუფალ ნებას და მრავალფეროვნებას დაგვაკარგინებდა და ვიცხოვრებდით ისე რომ კითხვებსაც არ დავსვავდით , მაგრამ ვიქნებოდით ბედნიერები(ყალბად) და კმაყოფილები, რაც მთავარია ჩვენ ვიქნებოდით მადლიერები არაფრის მიმართ ეს ხომ ყველაზე კარგად გამოგვდის, ადამიანებს ვეუბნებით მადლობას ელემენტარულის გამო და საჭირეობის შემთხვევაში ვთხოვთ ჩვენ გამო ცხოვრება დათმონ?! ჯობია მადლიერების ნორმის წარმოსახვითი ხაზები ზევით ავწიოთ , თუ რამეს გვიკეთებს ვინმე ის ელის ჩვენგან მადლობას ,შექებას, და ფიქრობს რომ იმსახურებს ამ მადლიერებას, მაგრამ რისთვის? 1 ჭიქა წყალისთვის ?!  როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს როგორც ბიოლოგიური ტიპი ადამიანები არარაოებები ვართ  , მთლიანობაში მეჩვენება რომ რასაც ჩვენ თავში ვიქექებით  მაგდენი ფიქრი და დრო ნებისმიერ საქმეს რომ დავუთმოთ მეტად წინ წავალთ როგორც ,,ჯიში“,მაგრამ არაამც და არამც, ჩვენ ხო ,,ღმერთმა“ მოგვცა ცნობიერი იმისთვის რო ვიფიქროთ  და ვიაზროვნოთ თავისუფლად . ჩვენ ჩვენ აზროვნებას თავისუფალს ვეძახით? ჩემთვის სასცილოა თავისუფლებაზე ლაპარაკობდეს ჯიში რომელთაც ვერ გაუყვიათ ტერიტორია, ვერ გადაეჩვივნენ ომს, თუნდაც ვერ შეიგნეს ის რომ მატერიალიზმი (არაფილოსოფიური გაგებით)  და მსაზე დამოკიდებულება ადამიანის ცხოველურ ინსტინქტებს აძლევს უფლებას იბატონოს მასზე. გვხდის იმპულსურებს და დროთა განმავლობაში გვიჩნდება ძალაუფლების მანია ,გვიდნა რაც შეიძლება მეტი და რაც შეიძლება ჩქარა, იმ გრძნობებს და იმ ზემოთხსენებულ სილამაზეს ვკარგავთ, და გამოვდივართ რაღაჩ შუალედური  არც ,,ჰუმანი“ და არც ,,ცხოველი“. იმისდამიუეხედავად თუ როგორც არ უნდა უნდა გვინდოდეს ვიყოთ თავისუფლები... და გვქონდეს თავისუფალი ნება, ამას ვერ მოვახდენთ იქამდე სანამ ბრბოს თითოეული შემადგენელი  ნაწილაკი არ ეცდება შეიცვალოს კარგისკენ, ჯერ უნდა შევიყვაროთ ჩვენი თავი , გავაკეთოთ ყველაფერი ჩვენი წარმატებისთვის და მერე დაკვარგოთ , დავკარგოთ ყველაფერი რაც კი გაგვაჩნია მეგობრები ,ოჯახისწევრები , საყვარელი მეზობლები , პიროვნება, გრძნობები ,სახლი, მანქანა  ნებისმიერი რამე რაც კი გაგვაჩნია . მხოლოდ მშინ როდესაც ჩამოვჯდებით სადმე წყნარი ქუჩის მიტოვებულ კიბეებზე და დავფიქრდებით რამდენი რამე გვქონდა და რამდენი რამე დავკარგეთ ! მივხვდებით ყველაფრის ფასს და უნდა დავიწყოთ თავიდან , ისევ და ისევ ნოლიდან , არაფრიდან ,არაფრისგა, არავისგან, პიროვნება უნდა შევქმნათ, სწორედ იმ კიბეებზე ჯამომჯდარი მიხვდები თუ როგორ დაამახინჯე ამ ყველაფრით შენი შინაგანი სამყარო და დაიწყებ გახსენებას , ბავშობის... როცა ყველაფერი ჯერ კიდევ ფერადი და ამოუცნობი იყო  როცა ყველაფერი გაბედნიერებდა და გაოცებას  იწვევდა შენში ,როცა შენი ცნობიერება ჯერ კიდევარ იყო დატვირთული პრობლემებით ხოლო ქვეცნიებიერი კი იმაზე ფიქრით როგორ გქონოდა უფრო ლამაზი სახლი ვიდრე შენს მეზობელ  ნანას. მოინდომებ ისევ და ისევ იმ ფერებით  სავსე  სამყაროს , ყოველი შაბათი რო მზიანი ამინდით იწყებოდა შენთვის და 1 საათი მთელ დღედ გეჩვენებოდა ,გარეთ თამაშში გართულს კი წამივით კარგავდი დროს, ყველაფერი იყინებოდა მთავარი იყო მიგესწრო და ,,დაგესტუკბინა“ აამაზე ემოციური და ლამაზი რა შეიძლება იყოს?! ჩემი აზრით არც არაფერი. ინდივიდი რომელსაც არ გააჩნია შური , ზიზღი, აგრესია ,  ეს ხომ ბავშობაა. ეს ხომ სასწაული მოვლენაა. ეს მდგომარეობის სტადიაა - ,,ეიფორიული იდეალური სამყარო“  ანდაც  ,,ეიფორიული ბედნიერება“ .  რომელის დაბრუნებისთვისაც მთელი დარჩენილი შინაგანი სამყაროთი თუ დარჩენილი ენერეგიიით,  ვიბრძვით დავიბრუნოთ. ერთადერთი პოზიტიური(თქვენი გაგებით) შემიძლია ის გითხრათ რომ ის პატარა გიორგი და ის პატარა მარიამი არსად გამქრალან ისინითქვენში არიან უბრალოდ ყოველდღე ამახინჯებთ მათ, ეცადეთ დაიბრუნოთ ის ხედვები რაც ბავშობაში გქონდათ და ის ფასეულობა(სიკეთე,გულჩვილობა, ბავშური წრფელი სიყვარული)  რათქმაუნდა თქვენ უკვე იმდენად მახინჯები ხართ რომ ისევ ისეთი წრფელები ვერ გახდებით მაგრამ მთავარია , ეცადოთ , ეს ერთი დიდი ნაბიჯი იქნება რეალობისკენ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი