როდესაც მთელ დედამიწაზე აწოწილი...
როდესაც მთელ დედამიწაზე აწოწილი და გაბრაზებული მზის სხივი ფანჯრიდან შემოანათებს, სურვილი მიჩნება ჩემი პატარა თითებით შევხო მას, მივეალერსო, მოვეფერო, შევიგრძნო იმ დარჩენილი ემოციებით, რომლებიც უკანასკნელ წვეთამდე ცდილობენ ადამიანობა შემინარჩუნონ, ხოლო ჩემი უკანასკნელი გამოხედვა ტანჯვის სარეცლიდან გარდამავალი მზის სხივივით დააგუბონ და უკანასკნელი სიტყვები უსასრულობისაკენ მიმავალი, აყროლებული, ფერწასული და დამპალი კანის ზედაპირივით ჰაერში, უჰაერობაში გაიფანტნონ. რატომ დავიბადე, თუ ამდენი ტანჯვის შემხედვარე, ჩემი სხეული აპოკალიფსის შემდეგ გადარჩენილი უკანასკნელი ადამიანის ფერფლივით გაიფანტებოდა. რატომ ვიბადებით, თუ მთელი ცხოვრება იმის შიში უნდა გავატაროთ, თუ რომელი დღე იქნება ჩვენთვის უკანასკნელი, და გულმოუდგენლად ველოდებით თუ როდის შემოაღებს ჩვენთვის საყვარელი ადამიანი სახლის კარს, რომ მშვიდად ამოისუნთქო, თვალები დახუჭო და თქვა-კიდევ ერთი ღამე, ღამე რომელსაც ერთად გავატარებთ. დამშვიდდები, იმიტომ რომ არ შეგეშინდება მისი დაკარგვის, იმიტომ რომ იცი, შემ მის გვერდით ხარ და რაც არ უნდა მოხდეს სიცოცხლის უკანასკნელ წვეთამდე იცოცხლებ, მხოლოდ იმიტომ რომ მისი თვალები ისევ სიცოცლით აღსავსე დაინახო, მისი სული კი ალბათ ტკივილისგან დალპება, რადგან მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი ამ ქვეყნად წავიდა და არ იცის რა ქნას, გააგრძელოს სიცოცხლე ამ უდიერ სამყაროში თუ ასე ფუჭად და მარტივად აიღოს ხელი იმ სიცოცხლეზე, რომელიც ხელმეორედ აჩუქა საკუთარმა შვილმა. და ის გააგრძელებს ცხოვრებას რათა დაუმტკიცოს ამ სამყაროს, რომ ის ადამიანია, რომ ისინი ყველაზე ძლიერი არსებები არიან ამ ქვეყნად, ყველაზე ძლიერი და ყველაზე ცივსისხლიანი, ცივსისხლიანი, რადგან სწორედ ამ მიზეზის გამო დედაბუნება ცდილობს მისივე ნაჩუქარი სიცოცხლე გამოასალმოს მათ, მას ისევე სტკივა, როგორც იმ დედას, რომელიც ცდილობს შვილის მიერ ნაჩუქარი სიცოცხლე დაიცვას. მერე რა რომ გული სიცარიელითააქვს აღსავსე, მერე რა რომ ამ ქვეყანაზე მხოლოდ და მხოლოდ თვითონაა დარჩენილი, ის და დედაბუნება, რომელსაც, ტკივილისგან გავსებული გულით უკვე იმის ძალა აღარ შესწევს, რომ მისი უკანასკნელი შვილის სიკვდილს უყუროს, და აძლევს შანს ადამიანს, რომ ხელახლა დაიწყოს ცხოვრება. უკვე მერამდენედ, უკვე მერამდენედ. რატომ არ შეუძლია მას, რომ საბოლოოდ მოუღოს ბოლო ამ ფუჭ და უაზრო ცხოვრებას, მაგრამ ის ისევ და ისევ აძლევს შანსს იმ არსებებს, რომლებიც ისევ და ისევ აძლევენ საკუთარი თავის განადგურების მიზეზს. ის უნახავს იმ უკანასკნელ ადამიანს სიცოცხლეს იმ იმედით, რომ ისინი შეიცვლებიან, რომ ჩვენ შევიცვლებით, მაგრამ ამაოდ. რატომ? მართლაც რომ ამოუცნობია ადამიანის ბუნება. ჩვენ გვაქვს ყველაფერი. და რატომ ვართ ყველაფერში მაქსიმალისტები, როცა შეგვიძლია ვიცხოვროთ იმ მინიმალურით რაც დედაბუნებამ გვიბოძა. მაგრამ, არა!!!! უნდა გავანადგუროთ, უნდა ავაოხროთ, უნდა ავაწიოკოთ ჩვენი თანამოძმის მიერ, საკუთარი სისხლით და ხორცის ნაშენი თავშესაფარი, რათა ჩვენი რასის წარმომადგენლებმა ფუფუნებაში შეძლონ ცხოვრება. ალბათ ცოცხალმა არსებებმა წინა ცხოვრებაში უდიდესი ცოდვა ჩაიდინეს რადგან ამ ქვეყნად მოევლინა ადამიანი, რომელიც დაპროგრამებული გახლავთ მხოლოდ იმისთვის რომ გაანადგუროს ყველაფერი საკუთარი თავის გარშემო, ყველა სულიერი, ყველაფერი უსულო, მაგრამ ისინიც გრძნობენ. რატომ გრძნობენ?! ისინი ხომ უსისხლოები არიან, ისინი ხომ ღმერთის შექმნილნი არ არიან, მაშ რატომ სტკივათ ? რატომ უნდა ვუყურებდე დედამიწის გულიდან პიროვნებას, რომელიც 40 სართულიანი შენობის კენწეროდან თვალებში ჩამყურებს, ვხედავ თუ როგორ დადის სიცოცხლის ჰორიზონტზე. რამდენჯერ გადავარჩინე, მისი 9 სიცოცხლე 900ად ვაქციე, ახლა კი ეს ეგრეთწოდებული 9 სიცოცხლე ამოიწურა, მისი დრო კი დათვლილია და აი ვხედავ თუ როგორ მიახლოვდება მისი მოგონებებით აღსავსე თვალები და ვხვდები, რომ იგი მიხვდა, მიხვდა ყველაფერს, მიხვდა ამ ცხოვრების აზრს, მიხვდა გამოსავალს და როგორც იქნა შეიცნო ჩვენი სამყაროს რეალურ ჩანაფიქრი, და მის თვალებში ვხედავ... სინანულს.. თუმცა უკვე გვიანია. მე მივეცი მას შანსი, შანსი დაეწყო ეს ცხოვრება თავიდან მაგრამ უშედეგოდ. ის უკვე იმ ერთ-ერთაგანია, რომელმაც შესწირა საკუთარი სიცოცხლე ობლად დარჩენილ დედას, რომელსაც უდიდესი მისია დააკისრა ჩვენმა დედაბუნებამ. მან იცის ამჯერადაც თუ რა იქნება მისი არჩევნის დასასრული, მარამ ყოველ უკანასკნელ ადამიანში იგი ხედავს შანსს, იგი ხედავს გადარჩენას, იგი ხედავს იმედს, და ეს მცირედი, მაგრამ ცეცხლად აღვივებული გრძნობა კიდევ ერთი მკვლელი მანქანის დაბადებას უწყოს ხელს. მაგრამ იქნებ ამჯერად მართალია, იქნებ ის გრძნობა, რომელიც ამ მარტოხელა დედის თვალებში შემხედვარეს დამეუფლა, სწორედ ის არის, რასაც ამდენ ხანს ველოდით მე და ის. იქნებ სწორედ ეს ქალბატონია საწყისი ყველაფერი მარადიულის, იქნებ... სწორედ მან დაბადოს ადამიანი?! არ ვიცი რა იქნება მომავალში, მაგრამ როგორც ამბობენ -იმედი ბოლოს კვდებაო... დასასრული კი არ არსებობს, ანუ იმედი იარსებებს უსასრულოდ, და მე და ის უსასრულოდ გარდავიცვლებით რაღაც ახლის მოლოდინში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი