გურულის წერილი
გარჯნილ თმებში მეერია ქარი ხეებს, დიდუ რაფერ დოუნდობლად ფოცხავს, ახლა თუ ვერ დაგიჭირე ნენა, საცხა მაინც გამოგიჭერ, როცხა. ქარმა თხილი ჩამოყარა,ნენა, ამფერ ყანას სა წაუვალ თვარა? ნენა საცხა უნდა დაგიჭირო ისე ცრემლი მომდის,დიდუ,ღვარა ღვარა... ყანები მაქ მოსაწონი მარა, ნალია მაქ ერთ ფაცხაზე დიდი არ გამიშვა უფსკრულისკენ თვარა, მერე ზემოთ რაღათ მინდა ხიდი? არ ვიციო აღარ მითხრა ე ცა, ვინცხამ უნდა გამიკეთოს მჭადი. ამ დიდ მუცელს რომ უყურებ იცი?! აქანა ერი კასრულაი ჩადის. ქი ჩამუალ მაგ თბილისში მარა, მამფერ ყავას ვერ გოვუგე გემო აქანაა ჩემი ფაცხაც ყანაც, ისევ უნდა წერილები გწერო... აგერ ახლოს მეგულება ქოხი, მოგიტაცებ და დაგამწყდოვ შიგნით. ვერი კაცი ვეღარ მუა აქით, აგერ ამ ცალპირას შიშით... დოვუძახებ ჩვენ მაინძლებს აგერ წუთში გავშლით სუფრას, რა გინდოდა იმ ქალაქში აბა აგერ ნახე ჰაერია სუფთა?! ნახე,აგერ ბახჩას რაფერ ვუვლი ნახე,აგერ ქათმები მყავს რეთი ვშრომობ არ ჩამიხრია მუხლი აბა ახლა რაღა გინდა მეტი?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი